saqarTvelos mdinareebi - WeliaTiswyali
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
სიგრძე | 7.4 კმ |
აუზის ფართობი | 19.3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0.75 მ³/წმ |
მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ყოფ. სამხრეთ ოსეთის აო), ყადლასანისწყლის მარჯვენა შენაკადი. ზღვის დონიდან 3375 მ. სიგრძე 7,4 კმ. აუზის ფართობი 19,3 კმ². სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზა და ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,75 მ³/წმ.